25 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
სწავლის დაფინანსება სტუდენტებისთვის - 2024-25 წლებში ქართულ ენას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის უფრო მეტი წარმომადგენელი ისწავლის

2024-25 წლებში ქართულ ენას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის უფრო მეტი წარმომადგენელი ისწავლის. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაორმაგდა სასწავლო გრანტიც, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურენოვან სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას მისცემს. ქართული ენის შესწავლა, ინტეგრაციის გაღრმავება ეთნიკურ უმცირესობებთან და მათი წვდომა უმაღლეს განათლებაზე - ეს ის სამი მთავარი მიზანია, რომლის მიღწევასაც სახელმწიფო ერთს პლიუს ოთხი პროგრამით ცდილობს. მიმართვის მაჩვენებელი კი საკმაოდ მაღალია.

სახელმწიფო დაფინანსების გზით, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება წელს 200 -ის ნაცვლად უკვე 400 აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ახალგაზრდა შეძლებს. ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლის პროგრამაში ცვლილებები შედის. კვოტირების გაზრდასთან ერთად თითქმის ნახევარი მილიონი ლარით იზრდება დაფინანსებაც. პროგრამა, რომელიც 10 წელზე მეტია მოქმედებს, ეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ზოგადი უნარების ტესტს სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე აბარებენ. არაქართულენოვანი აბიტურიენტები თავდაპირველად სახელმწიფო ენას ერთი წლის განმავლობაში სწავლობენ, მოგვიანებით კი სასურველ ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას.

ეთნიკური უმცირესობებისთვის სწავლის დასაფინანსებლად დამატებითი კვოტირების შემოღებას სტუდენტები ბოლო წლებია აქტიურად მოითხოვდნენ. ინტერესი რომ მაღალია, ამაზე სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებიც საუბრობენ.

ქართული ენის შესწავლა, ინტეგრაციის გაღრმავება ეთნიკურ უმცირესობებთან და მათი წვდომა უმაღლეს განათლებაზე - ეს ის მთავარი სამი მიზანია, რომლის მიღწევასაც სახელმწიფო ერთს პლუს ოთხი პროგრამით 2010 წლიდან ცდილობს.

ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შესწავლის დაფინანსება 2024-2025 სასწავლო წლისთვის ამოქმედდება. კვოტების გზარდა მომავალშიც იგეგმება.

დღის ამბები