25 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
თავისუფალი თეატრი 2024 წლის პირველ საგასტროლო ტურნეშია - მსახიობთა დასი რეჟისორთან ერთად ინდოეთს ესტუმრა

თავისუფალი თეატრი 2024 წლის პირველ საგასტროლო ტურნეშია. მსახიობთა დასი, რეჟისორთან ერთად ინდოეთს ესტუმრა.

ინდოეთში მეორე, გოაზე კი, ეს თეატრის პირველი ვიზიტია. თავისუფალ თეატრს და რეჟისორს, ავთო ვარსიმაშვილს ამ ქვეყანასთან დიდი ხნის შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებს.

"ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს" - სპექტაკლი თავისუფალი თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დადგმაა, რომელიც უკვე 10 წელია არ კარგავს აქტუალობას. სპექტაკლი 900 კაციან დარბაზში გათამაშდა.

სპექტაკლი, რომელსაც წლების განმავლობაში უამრავი მაყურებელი ჰყავს საქართველოში, ნახა ინდოელმა მაყურებელმაც. თეატრალური დადგმის ბოლოს სცენაზე ინდური, ტრადიციული ცეკვაც შესრულდა.

სპექტაკლის შემდეგ, გოას კულტურის სამინისტრომ ავთო ვარსიმაშვილი, საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოვა. ჯილდო გადაეცა საუკეთესო როლის შესრულებისთვის მსახიობ ქეთა ლორთქიფანიძესაც.

ქართული და ინდური უძველესი კულტურა, ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირს და ისტორიას, 2020 წლიდან კულტურის ფესტივალზე, დარისპან პრაშერი აკავშირებს. ამ წლების განმავლობაში ქართველი ხელოვანები ინდოეთის ხუთ ქალაქს, მეშვიდედ ესტუმრნენ.

კულტურის ფესტივალის ფარგლებში, ინდოეთში, 2024 წელს სხვადასხვა დასების კიდევ ოთხი ტურნეა დაგეგმილი. თავისუფალი თეატრი კი, აზიის შემდეგ, გასტროლებს ევროპის 7 ქვეყანაში გეგმავს.

დღის ამბები