დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულმა, ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ საქმეში მხოლოდ შუამავლები იყვნენ.
გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 დოლარი, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას არ არის გამორიცხული დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს.