25 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფაში, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ - ირაკლი კობახიძე

ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე გვქონდა ძალიან სასიამოვნო, ნაყოფიერი საუბარი. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი იყო გლობალურ-პოლიტიკურ პროცესებზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

"ყველა ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები