სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დაბა ადიგენში 8 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადიგენში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ამჯერად, მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა. მონაწილეებმა არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეთანხმდნენ, რომ ვითარების დეესკალაციის მიზნით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძო მესაკუთრის სახლში პარასკევის ლოცვა აღარ გაიმართება, ამასთან შეწყდება საპროტესტო აქციებიც.
შეხვედრის დასრულებისას აღინიშნა, რომ თემას ერთი კვირის თავზე კვლავ დაუბრუნდებიან და საზოგადოებას კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
არქიმანდრიტი, ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზ (გეწაძე) აცხადებს, რომ სახელმწიფომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უნდა შეძლოს.
"ინფორმაცია ჩვენს მოგვცეს, რომ ისინი სალოცავად არ შეიკრიბებიან. ჩვენც მოვუწოდეთ ჩვენს მრევლს, რომ არ შეიკრიბონ პარაკსევ დღეს და არავინ მივიდეს იქ გასაპროტესტებლად. მიეცეს ხელისუფლებას საშუალება, რომ იმუშაონ და შეაჯერონ აზრები, რომ ეს სიტუაცია დარეგულირდეს,"- აცხადებს მამა ნიკოლოზი.