25 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ილჰამ ალიევი: ვულოცავ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, დღეს ორივე ერი არამარტო უზრუნველყოფს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონის და ევროაზიური კონტინენტისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში გზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთობლივ ბრიფინგს მართავენ. ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერობა მიულოცა. 

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

"უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა და მადლობას გიხდით ამისთვის. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს.

ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები. ძალიან დიდი ფესვები აქვს ჩვენს მეგობრობას, ჩვენი ხალხის მეგობრულ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროს ცხოვრებაში. აი, ასეთ მყარ საფუძველზე აიგო და აშენდა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა.

დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით, არამარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონის და ევროაზიური კონტინენტისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან", – განაცხადა ალიევმა.

დღის ამბები