ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა უარი თქვა დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ მხარს არც ჯო ბაიდენს დაუჭერს.
მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობისას იკავებდა. მასა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ გაუარესდა.
პენსმა ყოფილ პრეზიდენტთან უთანხმოებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ არცერთ სცენარში ის ხმას პრეზიდენტ ბაიდენს არ მისცემს.
"გასაკრვივი არ უნდა იყოს, რომ წელს დონალდ ტრამპს არ დავუჭერ მხარს. მე ვამაყობ ჩვენი ადმინასტრაციის მიღწევებით, ჩვენი რეჟიმი მშვიდ, კონსერვატიულ და უსაფრთხო პოლიტიკურ გარემოს ქმნიდა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის დროს მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის არსებობს ღრმა განსხვავებები მთელ რიგ საკითხებში და ეს არ ეხება მხოლოდ კონსტიტუციურ მოვალეობებს. ვფიქრობ, ის შორდება ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს.
დონალდ ტრამპი აყალბებს კონსერვატიულ იდეალებს, იმ იდეალებს, რომლებსაც 4 წლის მანძილზე ერთად ვემსახურებოდით.
ამიტომ, ჩემი სუფთა სინდისი გამო ვერ დავუჭერ მხარს დონალდ ტრამპს. მეორეს მხრივ, მე არასოდეს მივცემ ხმას არც ჯო ბაიდენს. ისევე, როგორც ამერიკელების უმრავლესობა, ჩემს არჩევანს საიდუმლოდ შევინახავ," - აცხადებს პენსი.