25 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა "საქართველოს მელიორაციის" ანგარიში მარნეულში გასვლით სხდომაზე მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა "საქართველოს მელიორაციის" ანგარიში მარნეულში, გასვლით სხდომაზე მოისმინა.კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, რეგიონებში მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრები დაიწყო.

ქვემო ქართლში კომიტეტის სხდომასა და შეხვედრაზე, ძირითადად მელიორაციის საკითხები განიხილეს, რომელიც გელა სამხარაულის განცხადებით, აქტუალურია როგორც ამ რეგიონში მცხოვრებთათვის, ასევე ქვეყნის მოსახლეობისათვის.

სხდომის დაწყებამდე კი კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მაგისტრალური არხი დაათვალიერეს და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

დღის ამბები