25 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
"თუ ამ გზას დაადგა ჩვენი ქვეყანა, სასამართლო ისევ არ გვექნება და დროს დავხარჯავთ უშინაარსო რეფორმაზე" - ალექსანდრე რაქვიაშვილი "ვეტინგის" სისტემაზე

9 მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც "ვეტინგის" სისტემას მხარს უჭერენ და ამით საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებას თანხმდებიან, ოპოზიციის ნაწილი იწონებს. 

"ევროკომისიამ საქართველოს 9 ნაბიჯის გადადგმისას მოუწოდა კეთილსინდისიერების შემოწმება, მას არ უთქვამს რა ფორმით, თუმცა პრობლემა დასახა და თქვა, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ "ვეტინგი" ენჯეოებმა მოიფიქრეს, რომელიც არაფერ შუაში არ არის რეფორმასთან:

"არანაირი კოსმეტიკური რეფორმა არ უშველის, აქ საჭიროა ფუნდამენტური რეფორმა. ახლა ენჯეოებმა მოიფიქრეს ეს "ვეტინგი", რომელიც არაფერ შუაში არ არის რეფორმასთან, რომელსაც სამწუხაროდ მხარს უჭერენ ჩვენი პარტნიორები. თუ ამ გზას დაადგა ჩვენი ქვეყანა, სასამართლო ისევ არ გვექნება და დროს დავხარჯავთ უშინაარსო რეფორმაზე,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრიალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები