25 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძემ შშმ ბავშვთა სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გამართა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით, შშმ პირთა სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები, სერვისის პროვაიდერები, დარგის ექსპერტები და შშმ ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ, რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

მინისტრმა, შშმ ბავშვების მშობლებთან ერთად, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ის საკითხები განიხილა, რომლებიც რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას უკავშირდება. შეხვედრაზე, მშობლებს ინფორმაცია მიაწოდეს, იმ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელზეც სამინისტრო, ექსპერტებთან და პროვაიდერებთან ერთად, მუშაობს და რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული.

საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში, დაიწყება პროცედურა და გარდამავალ პერიოდში, რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, ძველ მოდელს დაუბრუნდება. სამუშაო პროცესში კი მშობლები აქტიურად იქნებიან ჩართული. როგორც შეხვედრაზე, შშმ ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები მათთვის მისაღები და ძალიან მნიშვნელოვანია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დღის ამბები