25 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
ბორჯღალოსნები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მე-16 ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან - მატჩი 17 მარტს, პარიზში გაიმართება

17 მარტს, პარიზში, "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ფინალი თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება, რომელშიც "ბორჯღალოსნები", "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მე-16 ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან.

საქართველოს ნაკრები ტურნირის გადამწყვეტ მატჩში, პორტუგალიას ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდება. შარშან, ესპანურ ბადახოსში გამართულ მატჩში, ქართველებმა მეტოქეს 38:11 სძლიეს.

პორტუგალიას, "ბორჯღალოსნებისთვის" 2005 წლის შემდეგ არ მოუგია და ქართველები ამ ტრადიციის დარღვევას, არც ახლა აპირებენ. ბოლო მსოფლიო თასზე კი, საქართველომ და პორტუგალიამ შეხვედრა ფრედ 18-18 დაასრულეს.

კვირას, პარიზიდან "რუსთავი2-ის" გადამღები ჯგუფი, "კურიერის" ყოველ გამოშვებაში, პირდაპირ ჩართვებში მოგაწვდით თამაშის ირგვლივ არსებულ უახლეს ინფორმაციას.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები