25 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში ილია თოფურია 18 მარტს ჩამოვა

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით საქართველოში ჩამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. თოფურია საჩემპიონო ქამარს 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დაგეგმილ საქართველო-ლუქსემბურგის ნაკრების თამაშის წინაც წარადგენს.  ის UFC-ის პირველი ჩემპიონი გახდა. ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ პირველად საჩემპიონო ქამარი ესპანეთში, “სანტიაგო ბერნაბეუზე“ წარადგინა, სადაც ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის "რეალმა" "სევილიას" უმასპინძლა.    

 

დღის ამბები