25 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი "ვეტინგის" მომხრე ხუთ მოსამართლეზე: ასეთ ხალხს რა ჰქვია, საკუთარი თავის და სადაც მუშაობენ იმ სისტემის შეურაცხმყოფლები? - ისინი რადიკალ-მავნებლების უპირობო მოკავშირეები არიან

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, მოსამართლეების: ქეთევან მესხიშვილის, ნინო ბაქაქურის, მადონა მაისურაძის, მამუკა წიკლაურის და ეკატერინე გასიტაშვილის მიერ ე.წ. "ვეტინგის" სისტემის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში აფასებს.

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეები, "ვეტინგის" მხარდაჭერით, შეურაცხყოფენ როგორც საკუთარ თავს, ასევე იმ სისტემას, რომელშიც მუშაობენ. მისივე თქმით, სწორედ ისინი არიან "რადიკალების უპირობო მოკავშირეები" და მზად არიან, უცხოელების სურვილის შემთხვევაში, "ცალ ფეხზე იხტუნაონ."

"ასეთ ხალხს რა ჰქვია, საკუთარი თავის და სადაც მუშაობენ იმ სისტემის შეურაცხმყოფლები? აი, ეს ხალხი ვითომ იძახის ვინც გინდა შემამოწმოსო, სინამდვილეში კი უცხოელებს ეუბნებიან, თუ მეტყვით, ვიმუშავებ მოსამართლედ, თუ არადა, თქვენ თუ გინდათ და საჭიროდ ჩათვლით, ცალ ფეხზე ვიხტუნავებო?! სინამდვილეში, სწორედ ეს ხალხია რადიკალ-მავნებლების უპირობო მოკავშირეები!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები