გარემოს დაცვის კომიტეტზე “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ახალი კანონი 30 მუხლისგან შედგება.
მომხსენებლის განმარტებით, ძირითადი პრინციპი ცხოველის იდენტიფიკაცია- რეგისტრაციაა, რაც პოპულაციის მართვის მექანიზმს გულისხმობს. ჩნდება ვალდებულებაც - სტერილიზაცია - კასტრაციის ნაწილში.
ახლებურადაა დარეგულირებული ცხოველთა ორთაბრძოლის საკითხიც, რისთვისაც ტერიტორიის დათმობა, მაღალი სანქციით დაისჯება. მაია ბითაძის განცხადებით, ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” ერთიანი რეგულაცია აქამდე არ არსებობდა.