25 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ამ მოსამართლეებმა გაათავისუფლეს ციხიდან - დავით მათიკაშვილი 5 მოსამართლეზე

5 მოსამართლის მიერ, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნის მხარდაჭერას, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ფაქტია, ამ მოსამართლეებს საკუთარ კეთილსინდისიერებაშიც შეაქვთ ეჭვი, თუმცა არა - უსაფუძვლოდ. 

"აშკარაა, რომ საკუთარ კეთილსინდისიერებაშიც შეაქვთ ეჭვი და არცთუ უსაფუძვლოდ, თუ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და განაჩენების შინაარს ჩავხედავთ. ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ამ მოსამართლეების მხრიდან ციხიდან გათავისუფლდნენ. იყვნენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. ასევე იყო კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ გადადგმული ლოიალური და რბილი ნაბიჯები.

კლანის ძალიან აშკარა, რეალური ფორმატია და სახეზე არიან სწორედ ეს მოსამართლეები. ამ კლანს, წლებია, ადგენს და ასისტემებს ენჯეოსექტორის კონკრეტული ნაწილი საქართველოში და მათ მხარს უჭერენ კონკრეტული ძალები, "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი პატრონების სახით," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

დღის ამბები