25 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებდნენ, საბოლოო ჯამში, მინიმარკეტის პრეზენტაცია ვიხილეთ...საზოგადოება იმასაც დაინახავდა, რომ ორი თანაბარი ლიდერი კი არა, საქმე ბატონყმობასთან გვქონდა - რატი იონათამიშვილი გვარამია-მელიაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ახალ პარტია - "ახალზე" "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

მისი შეფასებით, "თანაბარი ლიდერი კი არა, ბატონყმობა უფრო ვიხილეთ".

"თვეების მანძილზე აანონსებდნენ, რომ პოლიტიკური პარტია უნდა შეექმნათ, საბოლოო ჯამში, მინი-მარკეტის გახსნის პრეზენტაცია ვიხილეთ. ამას უფრო მოგვაგონებდა ყველაფერი, იქ რაც ხდებოდა. ვითომ 2 ლიდერი ჰყავთ და ერთმანეთს ექიშპებოდნენ, საუბარს არ აცლიდნენ, საზოგადოება იმასაც დაინახავდა, რომ სინამდვილეში თანაბარი ლიდერი კი არა, ბატონყმობასთან უფრო გვქონდა საქმე.

მეორე მხრივ, ამათ მაინც ერთი დირექტორი ჰყავთ და ყველა აღიარებს. ეს დირექტორი ვინ არის - მიხეილ სააკაშვილი. მე თავმჯდომარეს და პარტიის ლიდერს სპეციალურად არ ვამბობ, დირექტორს ვამბობ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთთან აქვთ ასეთი დამოკიდებულება - ესენი არიან მსახურები და ის არის ბატონი. ამიტომ, როდესაც მსახურები აკეთებენ რამე პარტიას, ეს არის ფარსი, რასაკვირველია იმიტომ, რომ ისინი იმ დირექტორის მორჩილებაში იმყოფებიან," - აღნიშნა იონათამიშვილმა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშილს სჩვევია თანაგუნდელების დამცირება და რომ ამ ადამიანებს, ერთმანეთის პატივისცემა არც არასდროს ჰქონიათ, 

"სააკაშვილმა რაც არ უნდა თქვას, მას სჩვევია საკუთარი თანაგუნდელების დამცირება. ეს პირველი შემთხვევა არ არის. გავიხსენოთ ვითომ, დიდი კოალიცია რომ შექმნეს, იქ პარტიებს რას უწოდებდა - "პარტიუკებს" უწოდებდა, ახლა "კლონები" თქვა. ამათ ერთმანეთს რაც არ უნდა დაუძახონ, ჩვენი საზოგადოება რას დაარქმევს, ის არის მნიშვნელოვანი. ამ ადამიანებს ერთმანეთის პატივისცემა არასდროს არ ჰქონდათ. მათ ერთმანეთთან არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდათ ყოველთვის და ესეც იყო სამარკო ნიშანი "ნაციონალური მოძრაობის" და ცხადია არაფერი არ შეცვლილა," - აღნიშნა რატი იონათაშვილმა. 

დღის ამბები