25 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
მამუკა მდინარაძე "ენმ"-ზე: იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, გაჭირვებაში ცხოვრობთ და ჩვენ თქვენზე ვზრუნავთო, სოციალურ ქსელებში რეკლამაში ასი ათასობით დოლარი დახარჯეს

"ასი ათასობით დოლარი დახარჯეს იმაში, რათა დაარწმუნონ ადამიანები, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. წავიდნენ ეს ასი ათასობით დოლარი სხვა კარგ საქმეში დახარჯონ და მანიპულაციებს თავი დაანებონ“-განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ. 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, იმისთვის რომ საზოგადოება დაარწმუნონ, თქვენზე ვზრუნავთო, მარტო სოციალურ ქსელებში 65 ათასი დოლარი აქვთ დახარჯული.
 
მდინარაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც სიღარიბეს და ინფლაციას ახლავს თან და აღნიშნა, რომ ორი კრიზისის, ორი ომის და პანდემიის ფონზე აღნიშნული ნიშნულის შენარჩუნება ნორმალური შედეგია.

"ვიცით, რომ 15% ძალიან გაჭირვებულია და მათზე ვზრუნავთ. ბავშვებზე რომ ზრუნავენ ვითომ, წარმოედგინათ მათ რომ თითოეულ სოციალურად დაუცველ ბავშვზე 200 ლარი იქნებოდა შემწეობა, რომ ელემენტარული საკვები მაინც ჰქონოდა ყველას? დღეს რა სოციალური პაკეტებიც არის, დაზღვევის, ჯანდაცვის რა პაკეტებიც არის, რა დახმარებაც აქვთ ბავშვებს, დიდებს, სოციალური დახმარება რაც არის და სოციალური დახმარების შემწეობის მიმღებების რაოდენობა, უკიდურეს სიღარიბეში მყოფების რაოდენობას რომ გაცილებით გასცდა, ამას წარმოიდგენდნენ კბილებს რომ აძრობდნენ ხალხს და ტოვებდნენ უკბილოდ? ამას ხომ ვერ წარმოიდგენდნენ და ის ადამიანები, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 7%იანი საშუალო ინფლაცია არ ჰქონოდათ ეკონომიკური ბუმების ფონზე, მხოლოდ ერთი კრიზისი იყო მათ დროს და ჩვენ ორი კრიზისის, ორი ომის და პანდემიის ფონზეც მოვახერხეთ რაღაც ნიშნულზე გაჩერება, ის ნიშნულიც მაღალია გასაგებია, ყველა ჩვენგანის ჯიბეს ურტყამს, ეს მშვიდობის შენარჩუნებასთან, ეკონომიკურ წინსვლასთან, სამართლიან განაწილებასთან ერთად საზოგადოებაში არის ძალიან ნორმალური შედეგი. ეს ყველაფერი არის ძნელი მისაღწევი და საქართველო არასდროს დაიხევს უკან იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ეროვნული მიზანი აღასრულოს. ამაში შედის დეოკუპაცია, ევროპა და ევროპელობა, ევროპულ გზაზე სწორი სიარული და ამაში შედის ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობა. ამ ყველაფრის ერთად კეთება არის რთული, დიდ გამოწვევებს ვუძლებთ, მაგრამ ასე გავაგრძელებთ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები