25 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
როდესაც კრიმინალი ადეიშვილი ევროპის მთავარ პოლიტიკურ მოედანზეა წარმოჩენილი, ეს არ არის დასავლური ურთიერთობა, პარტნიორობა ნიშნავს არა ბატონყმობას, არამედ ურთიერთპატივისცემას - დიმიტრი ხუნდაძე

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის იმ შეფასებას პასუხობს, სადაც ოპონენტები საზოგადოებრივ მოძრაობას ანტიდასავლური რიტორიკის გაღვივებაში ადანაშაულებენ. 

მისი თქმით, პარტნიორობა ურთიერთპატივისცემას გულისხმობს და არა ბატონყმობას. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, დასალვეთთან ურთიერთობა დასაკორექტირებელია. 

"თქვენ გგონიათ თავისით შემოვიდა უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი?! ან უსაფუძვლოდ წუხან, როდესაც გახსოვთ თქვენ, მთელი ელჩების დელეგაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით უნდა განთავისუფლებულიყო?! მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით არ შემოსულა და პარტნიორებთან ურთიერთობა რა თქმა უნდა, დასაკორექტირებელია, ურთიერთობაა დასაკორექტირებელი და არა საგარეო ხაზები ან სადმე გადასამისამართებელი. როდესაც ადეიშვილი, კრიმინალი, რომელსაც იცნობს ყველა, ეს ადამიანი არის ევროპის მთავარ პოლიტიკურ მოედანზე წარმოჩენილი და მაღალი დონის შეხვედრებს ახორციელებს, ეს არ არის დასავლური ურთიერთობა. რა თქმა უნდა, პარტნიორული ურთიერთობები ამ კუთხით გადასახედია იმიტომ, რომ პარტნიორობა ნიშნავს არა ბატონყმობას, ან უფროსი და უმცროსი ძმის ურთიერთობას, არამედ ურთიერთპატივისცემას. დასავლეთი ჩემთვის კანონის უზენაესობითაა მიმზიდველი," - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

 

დღის ამბები