25 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ჩვენ არ ვცვლით ტაქტიკას, დროს ვაკორექტირებთ უბრალოდ, ყველაზე დიდი დანაშაული ქვეყანაში არის გამოუძიებელი 2008 წლის ომის საკითხი, ამის აუცილებლობა ძალიან მაღალია - დიმიტრი ხუნდაძე

რადგან ახლა ღიად ცეცხლს ხსნიან საზოგადოების, ქვეყნის წინაშე, მშვიდობის, სტაბილურობის წინაშე, რომლის გარანტორი დღეს არის ხელისუფლება და გვიხსნიან წინასაარჩევნოდ ცეცხლს, მაშინ ჩვენც ცეცხლს ცეცხლით ვუპასუხებთ, - ეს განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

"ჩვენ დღეს არ გვითქვამს ეს პირველად, მაგრამ ვაკორექტირებთ დროს. რა თქმა უნდა, ამ პროცესს სჭირდება თვისი მომზადება და ჩვენ ვთქვით, რომ ვმუშაობთ საარქივო მასალებზე, ვმუშაობთ ომთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა მასალაზე, ამას სჭირდება მომზადება. არჩევნების შემდეგ დავაანონსეთ ეს იმიტომ, რომ ამას სჭირდებოდა პარლამენტშიც უმრავლესობის მყარი პოზიცია, ასევე საზოგადოების და ამისთვის საჭირო იყო სამზადისი, მაგრამ რადგან ახლა ღიად ცეცხლს ხსნიან საზოგადოების, ქვეყნის წინაშე, მშვიდობის, სტაბილურობის წინაშე, რომლის გარანტორი დღეს არის ხელისუფლება და გვიხსნიან წინასაარჩევნოდ ცეცხლს, მაშინ ჩვენც ცეცხლს ცეცხლით ვუპასუხებთ,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

"ხალხის ძალის" ლიდერი ასევე პასუხობს კითხვას, გაიარეს თუ არა ხელისუფლებასთან კონსულტაციები.

"ჩვენ რომ ასეთი საკითხები კონსულტაციებით შეთანხმებამდე მიგვყავდეს უმრავლესობასთან, მაშინ ჩვენა არ მოგვიწევდა თავიდან სამ დეპუტატს, რომ დაგვეტოვებინა საპარლამენტო თანამდებობები, სამივე გახლდით კომიტეტის თავმჯდომარე და მაშინ განმარტებაც გავაკეთეთ, რომ ჩვენ ღირებულებითი აცდენა ერთმანეთში არ გვაქვს, მაგრამ სიმართლის თქმის ხარისხში და ფორმულაში დამთხვევა ვერ ხდება. ჩვენ ვრჩებით უმრავლესობაში, მაგრამ აღარ ვართ "ქართულ ოცნებაში.“

ჩვენ არ ვცლით ტაქტიკას, უბრალოდ დროს ვაკორექტირებთ. ეს საკითხი ძალიან მძიმეა და მისი აუცილებლობა არის ძალიან მაღალი. ყველაზე დიდი დანაშაული დღეს ქვეყანაში არის გამოუძიებელი 2008 წლის ომის საკითხი,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები