12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ჯარისკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამამტყუნებელ ვერდიქტს სასამართლო სხდომაზე არეულობა და ხმაური მოყვა. ნაფიცი მსაჯულების საბოლოო გადაწყვეტილებამ ბრალდებულების ოჯახის წევრები გააღიზიანა და მანდატურები იძულებულები გახდნენ, ისინი დარბაზიდან გაეყვანათ.
სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების , განზრახ მკვლელობის, სასმახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო ალი ბალაძეს და მამუკა ბერიძეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ . ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს ეზოშიც გაგეძლებოდა. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე სამართალ დამცველები მობილიზება გახდა საჭირო.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით უკმაყოფილო ახლობლები, სხვა პირების დასჯასაც ითხოვდნენ. ვერდიქტის გამოცხადებას საქალაქო სასამართლოში როინ შავაძის მეუღლეც ელოდებოდა. ციცინო შავაძეს ნაფიცების ვერდიქტზე არაფერი უთქვამს და სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. დაზარალებული მხარის პოზიცია "კურიერთან" ოჯახის ადვოკატმა განმარტა. რამინ პაპიძის თქმით , გამამტყუნებელი ვერდიქტი ,ნაფიცი მსაჯულების სახით საზოგადოებამ გამოიტანა.
სერჟანტის უკანონო დაკავების და მკვლელობის საქმეზე , საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესშია. "კურიერთან" საუბრისას , საქმის პროკურორმა ალი ბალაძის და მამუკა ბერიძის ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება. ბრალდების მხარის თქმით, მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს რომ ბალაძე და ბერიძე , როინ შავაძის ორგანზიერბულ მკვლელობაში მონაწილეობდნენ. გამამტყუნებელ ვერდიქტს არ ეთანხმებიან ბრალდებულების ინტერესების დამცველები.
ნაფიცი მსაჯულების ობიექტურობა მამუკა ბერიძის ადვოკატმა ეჭვქვეშ დააყენა . სერჟანტის მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა 12 პირის მიმართ მიმდინარეიობს. არ არის გამორიცხული ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. როინ შავაძის უკანონონდ დაკავების და მკველობის საქმის დეტალები დღეს, გენერალურ პროკურატურაში, საგანგებო ბრიფინგზეც განმარტეს.
გაძოიების ინფრომაციით , ბრალდებულებმა უკანონო დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები შეადგინეს , შეიმუშავეს საქმის ყალბი ვერსია და მტკიცებულებები გააყალბეს. გამოძიების ინფრომაციით, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ კუდის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, როინ შავაძე ქობულეთის მიმართულებით წაიყვანეს, მანქანიდან გადმოიყვანეს და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან ესროლეს.
კუდის თანამშრომელბმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, რომ შავაძემ იარაღის წართმევა და გაქცევა სცადა, რის გამოც საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. 2020 წლის ნოემბერში, სტრასბურგის სასამართლომ სერჟანტ როინ შავაძის სიცოცხლის უფლების დარღვევა და ძალის არამართლზომიერად გამოიყენება დაადგინა .