25 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
მინდა შევახსენო A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომ თუ ჯერ კიდევ არ გაგიაქტიურებიათ ნებართვა, 1 აპრილამდე აუცილებლად უნდა გაააქტიუროთ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაუაქტიურებელი ნებართვები პირველ აპრილამდე გააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება.

კახა კალაძის განცხადებით, მესაკუთრეები, ვისაც ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვს, დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდზე და მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ.

"მინდა შევახსენო A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომ თუ ჯერ კიდევ არ გაგიაქტიურებიათ ნებართვა, 1 აპრილამდე აუცილებლად უნდა გაააქტიუროთ. როგორც გახსოვთ, გასული წლის 1 აპრილიდან საკუთრებაში გადავეცით ეს ნებართვები და რეფორმა ითვალისწინებდა აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის ერთ წლიან ვადას, რომელიც უკვე იწურება. შესაბამისად, იჩქარეთ, ვისაც სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს გაძალებთ, გაააქტიურეთ აღნიშნული ნებართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება გაუქმებული და მისი აღდგენა იქნება შეუძლებელი,“ - აცხადებს კახა კალაძე.

მერმა სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა. კალა კალაძემ ავტოპარკის განახლებაზე გაამახვილა ყურადღება და დააანონსა, რომ თბილისში მალე შემოვა დამატებით 110 18 მეტრიანი ავტობუსი.

 

დღის ამბები