25 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ტექნიკური, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო განათლების კუთხით ონლაინ განათლება დაუშვებელი და შეუძლებელია - გიორგი ამილახვარი

ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციას სჭირდება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონით არის დაინიცირებული და რაც გულისხმობს იმას, რომ კანონის მიღების შემდგომ, საქართველოში არსებულ ყველა ავტორიზებულ უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა [ონლაინ სწავლება დანერგოს], - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

"ეს მიმართულებები იქნება საბაკალავრო-სამაგისტრო სწავლების ისეთი მიმართულებები, სადაც თეორიული სალექციო-სასემინარო პროცესის განხორციელება დისტანციურად არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ უნივერსიტეტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, არსებული პროგრამის ფარგლებში, გარკვეული კომპონენტები განახორციელონ ონლაინ და არანაირი სავალდებულო მექანიზმი არ არის. ასევე, მათ შეეძლებათ, გაიარონ ახლიდან აკრედიტაცია და სრულად შექმნან ონლაინ სწავლების პროგრამა. მაგრამ ვაზუსტებ, ეს იქნება მხოლოდ განსაზღვრული მიმართულებებით, ვინაიდან, ტექნიკური, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო განათლების კუთხით, ონლაინ განათლება დაუშვებელი და შეუძლებელია“, - აღნიშნა ამილახვარმა.

დღის ამბები