25 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"ნაცი" "ნაცია", კაცი კაცია და ქალი ქალია - "ნაცის" "განნაცება" ურთულესი ფსიქომოვლენაა - მამუკა მდინარაძე გვარამია-მელიას გაერთიანებაზე

მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ქვეყნის არევა, მეორე ფრონტი, ქაოსი და უცხოელების სხვა ქვეყნიდან მიღებული დავალებების შესრულება, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიერ ახალი გაერთიანების შექმნა.

მდინარაძის თქმით, "რაც არ უნდა გვერდიდან შემოაპარონ" მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, არც მოღალატეს დაუშვებენ ხელისუფლებაში, არც - ვითომ განდგომილ "ნაცს".

"მათი მიზანია "ნაცი" ხელისუფლებაში. ქართველი ხალხის მიზანია - არცერთი "ნაცი" ხელისუფლებაში. მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ქვეყნის არევა, მეორე ფრონტი, ქაოსი და უცხოელების სხვა ქვეყნიდან მიღებული დავალებების შესრულება, ეს არის მათი მიზანი - აგენტების მიზანი ზოგადად ეს არის. აქედან გამომდინარე, ქართველები ამას არ დავუშვებთ. რაც არ უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, არც მოღალატეს დავუშვებთ ხელისუფლებაში, არც ვითომ განდგომილ "ნაცს". ისინი ცდილობენ იმ 20%-დან გარეთ გამოსვლას, რაც რეალურად "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერაა, სამწუხაროდ ქვეყანაში და დანარჩენ 20%-ზე მუშაობას, მაგრამ "ნაცი" "ნაცია", კაცი კაცია და ქალი ქალია. ესენი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ასეა. ვერ წარმოიდგინეს, რომ "ნაცის" "განნაცება" არის ურთულესი ფსიქომოვლენა, რომელსაც ასეთი ფსიქიკის ადამიანები და ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ობიექტები საქართველოში არ ცხოვრობენ, რომ "ნაცი" "არანაცად" მიიღონ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები