25 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
არავითარი "ახალი", ეს არის ძველი "ნაციონალური მოძრაობის" დესანტი პოლიტიკაში - არჩილ თალაკვაძე გვარამია-მელიას გაერთიანებაზე

არავითარი "ახალი", ეს არის ძველი "ნაციონალური მოძრაობის" დესანტი პოლიტიკაში, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ახალი პარტიის შექმნა.

მისი თქმით, "ეს არის ისევ იგივე ხალხი, ისევ იგივე პოლიტიკური ბიოგრაფიებით".

"არაფერია ახალი, სინამდვილეში, ეს არის ძელი "ნაციონალური მოძრაობის" დესანტი პოლიტიკაში. წინა თვეებში ვამბობდით, რომ იქნება მცდელობები, საზოგადოება როგორმე დააბნიონ ახალი "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოყალიბებით. სინამდვილეში, ეს არის ისევ იგივე ხალხი, ისევ იგივე პოლიტიკური ბიოგრაფიებით. ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, თუ როგორი მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს და ძალიან კარგად იცის ჩვენმა ხალხმა, თუ ეს ხალხი როდისმე ხელისუფლებაში იქნება დაშვებული, როგორ გამოიყენებენ ძალაუფლებას. არავითარი "ახალი", ეს არის ძველი "ნაციონალური მოძრაობის" დესანტი პოლიტიკაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები