25 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
დავით კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში იქნება - ნიკა გვარამია

პოლიტიკური პლატფორმის "ახალი" დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი მათ განხილვის თემა არ ყოფილა და არც მომავალში იქნება.

მისი განმარტებით, მათ და კეზერაშვილის გზები არ იკვეთება და არც მომავალში გადაიკვეთა. მასთან ის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებზე დასამარცხებლად, სტატისტიკურად ყველა დასაშვებ კავშირებზე დათანხმდებიან.

"დავით კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში იქნება. ჩვენ ვართ სხვა საკითხებზე შეთანხმებული და სხვა საკითხების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი. დავით კეზერაშვილს აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული. მას ჰყავს პარტია, რომელსაც იგი მხარს უჭერს და რომელიც მის მიერ არის დაფინანსებული. ეს არ იმალება. ყველას ვუსურვებ წარმატებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ჩვენი დამოკიდებულება , ეს გზები არ იკვეთება და არც გადაიკვეთება. ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად, სტატისტიკურად ყველა დასაშვებ კავშირებზე ვართ თანახმა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარისა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის ერთობას "ახალი" ერქმევა.

დღის ამბები