25 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
"რუსული რეჟიმი ემზადება აქტიურად საქართველოს არჩევნებისთვის. ისინი ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში" - მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს "ვივამედიდან" ჩაერთო

საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დაიკითხა პროკურატურის მოწმე.

პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტმა 7 ნოემბრის საქმეზე ისაუბრა და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებში ჩასარევად.

"რუსული რეჟიმის შურისძიებაა, ეს რაც ხდება აქ. მინდა ვთქვა, რომ რუსული რეჟიმი ემზადება აქტიურად საქართველოს არჩევნებისთვის. ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოო დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები