25 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
როზნერის დავალება იყო არამხოლოდ რაღაც კამპანიისთვის, არამედ ლგბტ პროპაგანდის თემის გადასაფარად, მათ ხომ პასუხი არ აქვთ, ცუდია თუ კარგია ეგ ვერ ვათქმევინეთ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ფასების ზრდაზე ახლა საუბარი, ლგბტ პროპაგანდის თემის გადასაფარად არის დაწყებული. 

"როზნერის დავალება იყო არამხოლოდ რაღაც კამპანიისათვის, არამედ ლგბტ პროპაგანდის თემის გადასაფარად. გრიგოლ გეგელიამ რაღაც ეპითეტით შეამკო ეს კამპანია და პირდაპირ დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. უკვე ხაზარაძის პარტია აშკარად დადგა ლგბტ პროპაგანდის დაცვის მხარეს. რეალურად ამის გადასაფარად, როზნერმა მათ დაავალა ფასების თემა წამოწიონ. მათ ხომ ლგბტ პროპაგანდაზე პასუხი არ აქვთ, ცუდია თუ კარგია ეგ ვერ ვათქმევინეთ.

ჩვენ რაღაც თემა წამოვწიეთ, გვგონია, რომ აქტუალურია და ჩვენი შვილებისათვის ამაზე აქტუალური თემა არ გვგონია, რომ ბევრი არსებობდეს. ფასების თემაც, რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალურია, იყო კრიზისები, პანდემია, ფასები ნამდვილად გაიზარდა, მაგრამ სიღარიბე გავანახევრეთ, დავასტაბილურეთ ინფლაცია და 2%-ზე ჩამოვიყვანეთ, ამ დროს რომ გაახსენდათ და არა მაშინ, როდესაც 10-ზე და 5-ზე იყო ასული. აი ამაში ვამხელთ მათ, რომ ეს სპეკულაციურია და სხვა თემის გადასაფარად არის.

ფასებზეც ვმუშაობთ, სიღარიბის დაძლევაზეც ვმუშაობთ და ერთადერთი გზა, სადაც ჩვენ მივდივართ, ეს არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი დეოკუპაციის გზაზე სწორი სიარულის, მშვიდობისა და სტაბილურობის პარალელურად და არა ერთმანეთის ხარჯზე. ეს ყველაფერი ერთად ურთულესი გამოწვევაა და ჩვენ ამას აუცილებლად დავძლევთ,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები