ყველაზე ცნობილი თოჯინა იუბილარია - ბარბი 65 წლის გახდა. პატარა იდეის ისტორიის წერა, რომელიც დიდ რეალობად იქცა, 1959 წელს დაიწყო.
მეწარმე ქალის ინსპირაცია მისივე ქალიშვილი ბარბარა გახდა, რომელიც ქაღალდის ფურცლებზე გამოსახული ზრდასრული ქალით თამაშობდა.
ჰენდლერმა გააცნობიერა, რომ სათამაშოების ბაზარზე ისეთი მოთხოვნა არსებობდა, რომლითაც პატარა გოგონებს მომავლის წარმოდგენის საშუალებას მისცემდა. სწორედ ასე დაიბადა პატარების საყვარელი სათამაშო, რომელმაც მალე გავლენა თითქმის ყველაფერზე მოახდინა. წარმატება რამდენიმე წელში მოვიდა. მალე კომპანია საკუთარი გმირის გარშემო, ფერადი სამყაროს შექმნასაც შეუდგა.