25 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" შეხვედრები რეგიონებში - ლიდერები პარტიულ აქტივს ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთში შეხვდნენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, სამეგრელოში, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარებაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში ჩავიდა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტიულ აქტივს შეხვდა. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონებში შეხვედრები ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყება.

პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და "ქართული ოცნების" აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მათი მიზანი, მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაა.

შეხვედრაზე გაკეთებულ აქცენტებზე საუბრობენ "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადებიან.

შეხვედრის პარალელურად, ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან აქცია მიმდინარეობდა, სადაც საბანკო სისტემის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პრობლემით დაინტერესდა და აქციის მონაწილეებს ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათ დაუკავშირდება და პროტესტის მიზეზს დეტალურად გაარკვევს.

სამეგრელომდე პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ აჭარაში გაიმართა. "ქართული ოცნება" პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

 

დღის ამბები