25 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
"ერთადერთ მნიშვნელოვან თემაზე ვმუშაობთ, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეს, ესაა ფასების ზრდა" - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "თბილისის პრაიდის" შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისგან თავს იკავებს.

ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ფასების ზრდაა და ისინი სწორედ ამ თემაზე მუშაობენ.

"ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს აინტერესებს და ადარდებს პროდუქტებზე ძვირი ფასები. ერთადერთ მნიშვნელოვან თემაზე ვმუშაობთ, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეს, ეს არის ფასების ზრდა," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით კი, ბავშვების დაცვა ყველანაირი პროპაგანდისგან საჭიროა.

"სხვა რა განცხადებებს აკეთებს, არ მაინტერესებს. ჩვენი გუნდის პოზიცია თქვენ იცით - პირველი ის, რომ ყველა პროპაგანდა არის ცუდი, მეორე - მით უფრო ბავშვების მიმართ განხორციელებული პროპაგანდა არის განსაკუთრებულად და კატეგორიულად მიუღებელი. წარმოადგინონ, როგორ აპირებენ საკუთარი პროპაგანდისგან ბავშვების დაცვას,"-აცხადებს ანა ბუჩუკური.

დღის ამბები