25 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ხმლით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა


პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ხმლით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ქართველმა პარამოფარიკავეებმა ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა გუნდურ ნახევარფინალში პოლონეთთან 43:45 წააგეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

იქამდე, ხმლით ფარიკაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი გახდნენ. სამივე პარიზში გამოსვლას განაგრძობს და 9 მარტს ჩემპიონობისთვის რაპირით ფარიკაობაში იბრძოლებს.

დღის ამბები