25 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ მეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ გვჭირდება მობილიზაცია - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქვეყანა დაანგრიეს, რეალურად, ამიტომ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ მეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება მობილიზაცია ჩვენს პარტიას. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სიარული რეგიონებში," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ვიზიტის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება მოუტანეს.

"ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ შარშანწინ და შარშან არსებობდა გამოწვევები, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ეს რისკები არსად არ წასულა. მე ამ საკითხებზე ვილაპარაკე ჩვენს ამომრჩეველთან და ვუთხარი, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა.

"ქართულმა ოცნებამ" მოიტანა და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი ხალხი არასოდეს არ დაბრუნდება იმ ტერორში და უბედურებაში, რომელიც იყო აგენტურის მიერ დამყარებული ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვნახეთ, ხალხმა ნახა, თუ რა უბედურება მოუტანა ქვეყანას უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა ხელისუფლებამ და ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა დაანგრიეს, რეალურად, ამიტომ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ მეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება მობილიზაცია ჩვენს პარტიას. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სიარული რეგიონებში.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება სრულად პროპორციული არჩევნები. ასევე, ელექტრონულად ჩატარდება, მოგეხსენებათ, არ იქნება მეორე ტურები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები