თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მუშაობას გაეცნო. ირაკლი ჩიქოვანი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო ობიექტებს ესტუმრა. მინისტრი მათ საქმიანობასა და ბაზების ინფრასტრუქტურას გააცნო.
უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საცხოვრებელი ყაზარმები, სპეციალური აღჭურვილობა, ავტოპარკი, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერეს. ირაკლი ჩიქოვანი ადლიაში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზეც იმყოფებოდა და სამხედრო სამსახურის პირობებს გაეცნო.