25 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო რომანი, რომლის განადგურებაც ავტორს სურდა, უკვე დაიბეჭდა

გაბრიელ გარსია მარკესის "შევხვდებით აგვისტოში", ამ დრომდე მხოლოდ ხელნაწერის სახით არსებობდა და ტეხასის უნივერსიტეტის არქივში იყო დაცული, თუმცა მისმა შვილებმა გადაწყვიტეს, რომ მწერლის ისტორიაში ყველაზე მოკლე რომანი უნდა დაბეჭდილიყო.

"შევხვდებით აგვისტოში" - სულ 122 გვერდიანია და კოლუმბიელმა მწერალმა მისი დაწერის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ის აღარ უნდა დაბეჭდილიყო.

"ეს წიგნი არ მუშაობს და ჩვენ ის უნდა გავანადგუროთ" - განაცხადა მარკესმა რომანზე, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა შვილებმა გადაწყვიტეს, რომ გაბრიელ გარსია მარკესის, უბრალოდ გაბოს მორიგ შედევრს მთელს მსოფლიოში მკითხველთა ფართო საზოგადოება უნდა გაცნობოდა.

მიზეზი მარტივია-მთელს მსოფლიოში აღიარებულმა მწერალმა საკუთარი პირმშოს განადგურების ბრძანება იმ დროს გასცა, როდესაც ის მძიმედ იყო ავად და მისი შვილების აზრით ჯანსაღი განსჯის უნარი არ ჰქონდა. როდის ექნება ქართველ მკითხველს გენიალური გაბოს უკანასკნელი რომანის ქართული თარგმანის გაცნობის საშუალება, ამას ჩვენს რეპორტაჟში ექსკლუზიურად გაიგებთ.

დღის ამბები