25 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"იმიტომ იბრძოლეს, იმიტომ მოატყუეს ამდენი ახალგაზრდა, იმიტომ ჩაიდინეს საუკუნის აფერა, რომ არ გასაჯაროებულიყო NGO სექტორის ფინანსები" - მამუკა მდინარაძე

NED-ის თავმჯდომარის განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა. დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარემ, კენ ვოლაკმა თქვა, რომ თუ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები პარტიის წევრები არიან ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ისინი უკვე აღარ წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

უმრავლესობას ენჯეოების მიერ პარტიების დაფინანსების კონკრეტული მაგალითები მოჰყავს და 7-8 მარტის მოვლენებს იხსენებს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მაშინ მათი მთავარი მიზანი იყო, ენჯეოსექტორს საკუთარი ფინანსები არ გაესაჯაროებინა.

"როდესაც მე ვთქვი ეს გუშინ - გასაკრიტიკებელი გახდა, როდესაც NED-ის ხელმძღვანელმა თქვა - NGO სექტორისა და ჩვენი ოპოზიციისთვის ბიბლია გახდა. ჩვენ გვაქვს საქართველოში კონკრეტული მაგალითები, როდესაც ერთი და იგივე სახელითაც კი გამოდიან პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია; ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია - სარგებლობს პარტია. შესაბამისად, ამას უნდა ყურადღება. ჩვენ ვხედავთ ამ განცხადების პარალელურად, რომ მართლაც, ასეთი არაერთი შემთხვევა გვაქვს საქართველოში.

შარშან რომ საუკუნის აფერა ჩაიდინეს და "რუსული კანონი" ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს დაარქვეს, ეს მიზნად ისახავდა, რომ NGO სექტორს არ გაესაჯაროებინა თავისი ფინანსები. იქ მეტი არაფერი ეწერა. ხალხმა უკვე გაიგო, რომ უბრალო დეკლარირება იყო საჭირო, მეტს არაფერს ითხოვდა ის ამერიკული კანონი, რომელიც ვთარგმნეთ ქართულად და მის პირდაპირ თარგმანს დაარქვეს რუსული კანონი. შესაბამისად, იმიტომ იბრძოლეს, იმიტომ მოატყუეს ამდენი ახალგაზრდა, იმიტომ ჩაიდინეს საუკუნის აფერა, რომ არ გასაჯაროებულიყო მათი ფინანსები, რომ, თავის მხრივ, ამით მოეხდინათ პარტიების დაფინანსება,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები