25 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
ახლა, როცა, ინფლაციის სიმცირით, პირველ ადგილზე ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, ეს საკითხი გაახსენდათ, რადგან უნდათ, გადაფარონ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგანან - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თბილისში, მცირე მეწარმეს შეხვდა. ისაუბრეს პროდუქტების ფასებზე. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პროდუქტები გაძვირებულია, რაც მეწარმეებისთვისაც პრობლემაა, რადგან პროდუქციის გაძვირება გაყიდვების შემცირებას იწვევს. ფასებზე კომენტარი უმრავლესობის ლიდერმაც გააკეთა.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სიღარიბე ქვეყანაში 30-დან 15 პროცენტამდე შემცირდა და პარალელები 2012 წელთან მიუღებელია. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ თემით მანიპულირებს და, რეალურად, მათ სხვა თემების გადაფარვა სურთ.

"ნებისმიერი პარამეტრით, აიღეთ სამომხმარებლო კალათა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები, რაც, რა თქმა უნდა, გაჭირვებული ადამიანისათვის დღესაც პრობლემა რჩება. ჩვენ რომ სიღარიბე 30-დან 15 პროცენტამდე შევამცირეთ, იმ 15 პროცენტს ეს ფასები ძალიან აწუხებთ, ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმ 15 პროცენტს, მაგრამ როცა 2012 წელს ადარებენ, ეს არის თავხედობა.

როცა მართლა ინფლაცია იყო კოვიდპანდემიის დროს და შემდეგ ფასებმა მოიმატა, მაშინ მაინცდამაინც ამაზე არ ლაპარაკობდნენ, იმიტომ, რომ სხვა აქტუალური საკითხი იყო რუსული უნდა დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის და ახლა როცა ინფლაციის სიმცირით პირველ ადგილზე ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ახლა გაახსენდათ, რათა გადაფარონ ის საკითხი, რომ ისინი რეალურად დგანან ლგბტ პროპაგანდის მხარეს,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები