25 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
"სუპერ სამშაბათი" შტატებში - ამერიკელებს არჩევანის გაკეთება ისევ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის მოუწევთ

ამერიკის საარჩევნო წლის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა დღემ, სუპერ სამშაბათმა ცხადი გახადა, რომ ნოემბერში, ამერიკელებს არჩევანის გაკეთება ისევ ჯო ბაიდენს და დონალდ ტრამპს შორის მოუწევთ. ამერიკის 16 შტატსა და ტერიტორიაზე გამართული პრაიმერებში, ძირითადად, ამ ორმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელიც ბოლო დროს პოპულარობას კარგავს, ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.

ვერმონტი ერთადერთი შტატია, რომელშიც ნიკი ჰეილიმ გაიმარჯვა. ტრამპისთვის ვერმონტში წაგება მოულოდნელი აღმოჩნდა და სიტყვით გამოსვლის დროს მას კონკურენტი აღარც უხსენებია. კოლუმბიის ოლქის შემდეგ ეს ჰეილის მეორე გამარჯვებაა, თუმცა არა გადამწყვეტი. სუპერსამშაბათის შედეგებმა ჰეილის კამპანიის შეწყვეტის საკითხი დასვა, თუმცა არ იციან, დაუჭერს თუ არა ის მხარს დონალდ ტრამპს.

ჯო ბაიდენმა 14 შტატის პრაიმერში გაიმარჯვა, თუმცა დამარცხდა ამერიკულ სამოაზე; ტრამპმა კი გამარჯვება 12 შტატში მოიპოვა და მას ნომინაციისთვის 900-მდე დელეგატი ჰყავს.

სუპერსამშაბათმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად არაპოპულარული კანდიდატები არიან ტრამპი და ბაიდენი ბევრი ამერიკელისთვის, რომელსაც ხანდაზმული პრეზიდენტების ნაცვლად, ხელისუფლებაში ახალგაზრდა თაობის მოსვლა სურს.

სუპერსამშაბათმა გამოკვეთა ის პრობლემებიც, რომელთა წინაშეც კანდიდატები მომდევნო თვეებში იქნებიან. განათლებული ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი ტრამპს ხმას არ მისცემს. მას გამოწვევა ექნება დიდ ქალაქებში, ბაიდენის რეიტინგს კი ნაწილობრივ აზიანებს ომი ახლო აღმოსავლეთში და არა მხოლოდ ამერიკის მუსლიმი მოსახლეობის უკმაყოფილება, ისრაელის შეტევის მიმართ ადმინისტრაციის მხარდაჭერის გამო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კანდიდატებს ნოემბერში იმდენად თანაბარი შანსები ექნებათ, რომ არჩევნების ბედი, შესაძლოა, მერყევი შტატების რამდენიმე ათასმა ხმამაც გადაწყვიტოს.

დღის ამბები