ლეგენდარული ქართველი დირიჟორის გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა - ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, მისივე სახელობის მუსიკალურ ცენტრში ხვალ გაიმართება. სიმფონიური ორკესტრი, საგუნდო კაპელა, ახალგაზრდა სოლისტები – კონცერტის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია.
მშობლებისთვის დაწერილი რთულად შესასრულებელი კომპოზიცია, რომელიც "ყველასი" უნდა გახდეს - ასეთია ვახტანგ კახიძის ჩანაფიქრი, რომელსაც ავტორი ხვალ დიდ სცენაზე განახორციელებს.