ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ ჯემალ გახოკიძის გარდაცვალების გამო - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ ჯემალ გახოკიძის გარდაცვალების გამო.
განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამშობლოს წინაშე და შეუფასებელია მისი დამსახურება ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში.
ვუსამძიმრებთ ბატონი ჯემალ გახოკიძის ოჯახსა და ახლობლებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.