25 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება

შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შვედური სატელევიზიო არხი TV4 Nyheterna ავრცელებს.

"ღონისძიებაზე ნატო-ს ელჩები იქნებიან მიწვეული, ასევე, შვედეთის დროშის აღმართვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციები გაიმართება,"-აცხადებს შვედური სატელევიზიო არხი.

შეგახსენებთ, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 5 მარტს უნგრეთის პრეზიდენტმა, თამაშ სულიოკმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.

დღის ამბები