25 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას" - საქაერონავიგაცია

ათენი-ქუთაისის ავიარეისის თბილისში დაჯდომის შესახებ საქაერონავიგაცია განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რათა ტექნიკური ხარვეზი სწრაფად აღმოიფხვრას.

"სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო, ათენის-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას," - წერია საქაერონავიგაციის განცხადებაში.

დღის ამბები