25 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
ივნისის ბოლოს რეიტინგებიც გაიზომება, ყველა დაინახავს, თუ აგვეხილება მთელ ოპოზიციას თავლები და ერთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრს შევქმნით - რომან გოცირიძე

"ივნისის ბოლოს რეიტინგებიც გაიზომება, ყველა ნათლად დაინახავს, ამ სტრუქტურით გასვლა ცვლის ხელისუფლებას თუ აგვეხილება მთელ ოპოზიციას თავლები და ერთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრს შევქმნით, სადაც იქნება "ლელოც", მელიას პარტიაც, "გირჩიც", მთელი საპარლამენტო ოპოზიცია," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, "ლელოსაც" სჭირდება სხვა პარტიებთან გაერთიანება, ვინაიდან ცალკე მხოლოდ 5-პროცენტიანი ბარიერის გადასალახავად ბრძოლას შეძლებს. მისივე თქმით, თუ ოპოზიცია დიდი კოალიციის ჩამოყალიბებას მოახერხებს, "ქართული ოცნების" ხელისუფლება შეიცვლება.

"ლელო" რისთვის იბრძოლებს 5%-იანი ბარიერის გადასალახავად, თუ "ლელოსთან" ერთად ჩვენ, ყველა ერთად, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიცია ვინც ვართ, უამრავი ცალკეული დეპუტატები ვართ, პოლიტიკური ჯგუფები, არასაპარლამენტო ოპოზიციაც არის, "რესპუბლიკური პარტია", ანუ, დიდი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლება იცვლება. დაქუცმაცებული, 5%-იანი ბარიერის გადალახვის მსურველი პარტიების შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას" მიაქვს ოპოზიციის ხმები - ეს რეალობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე სადღაც 4 თვით ადრე, ოპოზიცია გააცნობიერებს. დღეს მიდის საკუთარი თავის ძიების პროცესი ოპოზიციურ ფლანგზე,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები