25 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
5 მარტს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძისა და პასტერის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, სამგორის დასახლების, ლილოს დასახლების, ორახელაშვილისა და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის, შეშელიძისა და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიისა და ავშნის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, სარაჯიშვილისა და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები