25 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
როდესაც კანდიდატი ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ - თითოეული კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული - ევროპარლამენტარი ტონინო პიცულა

ევროპარლამენტის წევრის, ტონინო პიცულას განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკაა, რომელიც უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, როდესაც კანდიდატი ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღონ.

"თითოეული კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებია - ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტების დაცვა. ევროკავშირი მხოლოდ საერთო ბაზარი არაა, ევროკავშირი საერთო ღირებულებების და ასევე, საერთო რისკების მქონე ქვეყნების ერთობაა. როდესაც კანდიდატი ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მაშინ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ. ევროკავშირის გაფართოება ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკაა და ასე უნდა გაგრძელდეს“, - აცხადებს ხორვატი ევროდეპუტატი.

დღის ამბები