25 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
როინ შავაძის საქმე - ამ წუთებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ორი ბრალდებულის ეპიზოდზე მსჯელობს

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო ორი ბრალდებულის ეპიზოდზე მსჯელობს. საუბარია დაკავებულებზე, რომელთა პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ტარდება.

დღეს ბრალდების მტკიცებულებებს იკვლევენ, იკითხებიან მოწმეები. სხდომა დახურულია.

პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების მიხედვით, როინ შავაძეს კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ბათუმში მდებარე კაფეში თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სცემეს. მოგვიანებით, ის ავტომობილით წაიყვანეს და დაახლოებით 40-ჯერ ესროლეს, შემდეგ კი წინააღმდეგობის გაწევის ცრუ ვერსია შექმნეს.

მაშინდელი კუდ-ი ირწმუნებოდა, რომ არსებობდა ინფორმაცია, თითქოს შავაძე უცხო ქვეყნის "სპეცსამსახურებთან" თანამშრომლობდა. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით გამოძიება არასოდეს დაწყებულა.

ამ საქმეზე, ქვეყნის წინააღმდეგ მომჩივნის სასარგებლოდ, სტრასბურგმა გადაწყვეტილება ოთხი წლის წინ მიიღო.

დღის ამბები