გერმანიაში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიას მხარეში, ბედბურგ-ჰაუს მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 4 და დაშავებულია 21 ადამიანი, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
საჭირო გახდა შენობიდან 50-მდე ადამიანის ევაკუაცია. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს, თუმცა მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათი მუშაობდნენ.
დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.