25 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
აშშ-ის პირველი საჰაერო ჰუმანიტარული დახმარება ღაზას - საკვების შეფუთვები სამხედრო თვითმფრინავებიდან ჩაყარეს

შეერთებულმა შტატებმა ღაზის სექტორს პირველი ჰუმანიტარული დახმარება სამხედრო თვითმფრინავებით (სამი ერთეული C-130-ით) მიაწოდა. როგორც BBC წერს, საკვების ათობით შეფუთვა მოსახლეობას თვითმფრინავებიდან გადაუყარეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ოპერაცია იორდანიის საჰაერო ძალებთან თანამშრომლობით შედგა.

ჯამში, ღაზის სექტორის ტერიტორიაზე, 100-მდე შეფუთვაა ჩაყრილი. მათში საკვების 300 000-ზე მეტი პორციაა.

აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას წინ ისრაელის მიერ პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა უძღოდა. უკიდურესი კრიზისისა და შიმშილობის პირობებში, ადამიანები, ჰუმანიტარულ ზონაში, სასურსათო დახმარებას ელოდნენ, რა დროსაც იერიში დაიწყო. თავდასხმის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ დაჟინებით მოითხოვს, რომ ისრაელმა ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული პაკეტების დროულად გადაადგილებას.

დღის ამბები