25 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 4 პირი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, დაშავებულია კიდევ 4 ადამიანი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები