იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალ ეცნობიან. სტუმრები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, მესტიაში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურისა და თბილისის შესახებ რეპორტაჟებს, სიუჟეტებსა და სტატიებს ამზადებენ.
ჟურნალისტები მესტიაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს "გიზ-გიზსაც" დაესწრებიან.