ირანში არჩევნები გაიმართა, თუმცა საზოგადოებამ შედეგები ამ დრომდე არ იცის. ისლამური რესპუბლიკის ხმის უფლების მქონე მოქალაქეები სარჩევნო უბნებზე მივიდნენ, რათა კენჭი უყარონ პარლამენტს და ექსპერტთა ასამბლეას, რომელიც შემდეგ უზენაეს ლიდერს ირჩევს.
ირანული რეჟიმის პროპაგანდისტული მედია ამტკიცებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 40%-ზე მეტმა მიიღო, თუმცა ოპოზიციური ძალები ირწმუნებიან, რომ არჩევნებზე აქტივობა ბევრად დაბალი იყო და ირანის ხელისუფლებას ბრალს დიქტატურაში სდებენ.
არჩევნები ირანში შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ პროცესი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არც თავისუფალია და არც სამართლიანი.